Accentnews.ge
„მთელს იზოლატორში ყვირილის ხმა ისმის“: მელიტოპოლის მერმა საკუთარ ტყვეობაზე ისაუბრა

„მთელს იზოლატორში ყვირილის ხმა ისმის“: მელიტოპოლის მერმა საკუთარ ტყვეობაზე ისაუბრა

23/03/2022 08:21:44 ევროპა

რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული ივან ფედოროვი – მელიტოპოლის მერი – ყვება, რომ ის უშუალოდ ქალაქის აღმასრულებელი კომიტეტის დროებითი ოფისიდან აიყვანეს და „მემარჯვენე სექტორის“ დაფინანსებაში დაადანაშაულეს.

”მოვიდა რუსული სპეცრაზმი რუსული არმიის თანხლებით. დიდი ალბათობით, მათ შორის FSB–დან. მოვიდნენ დროებით ოფისში, სადაც ორგანიზებული იყო ქალაქის აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობა. ეს არის შევჩენკოს კულტურის სასახლე, რომელიც მდებარეობს მელიტოპოლის ცენტრალურ მოედანზე. თავზე ტომარა ჩამომაცვეს, ჩამსვეს მანქანაში და მელიტოპოლის პოლიციის განყოფილებაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს. პირველივე დღეებიდან იქ საოკუპაციო ადმინისტრაცია იყო“,– ყვება მერი.

მისი თქმით, პირველი დღეები ხელბორკილში გაატარა, აუკრძალეს ლაპარაკი:

"მათ დამისახელეს ყალბი მიზანი – თითქოს „მემარჯვენე სექტორს“ ვაფინანსებდი. მაგრამ ყველას გვესმის, რა შუაშია მელიტოპოლი „მემარჯვენე სექტორთან“, ხოლო რეალური ვითარება არ გაუჟღერებიათ. ითხოვდნენ, სამსახურიდან წასვლის თაობაზე დამეწერა განცხადება და რიგი წარმომადგენლების დანიშვნის თაობაზე დოკუმენტებს“.

მერის ამბობს, რომ მას მხოლოდ ემუქრებოდნენ, თუმცა ქალაქის მკვიდრებს აწამებდნენ:

„არ მცემდნენ, მაგრამ რთული სათქმელია, რომ არ მემუქრებდნენ, როდესაც სამსაათიანი დაკითხვისას შენს ირგვლივ კბილებამდე შეიარაღებული სამხედროები დგანან. ან როდესაც ქალაქის მაცხოვრებლებს აწამებენ ახლომდებარე საკანში იმის გამო, რომ ისინი ქუჩაში იყვნენ, ხოლო ოკუპანტებს ეჩვენებოდათ, რომ „ვაიდა“ ისინი უკრაინელი სამხედროები იყვნენ. ყვირილის ხმა წინასწარი დაკავების იზოლატორის მთელს შენობაში ისმის, თითქოს ადამიანებს ანაწევრებენ“.

იხილეთ ასევე: „აღარ მინდა იმ ხმების მოსმენა"– ჟურნალისტი საკუთარ ტყვეობას იხსენებს

მერის გატაცების შესახებ ცნობილი 11 მარტს გახდა. 16 მარტს ის გაათავისუფლეს, როგორც ოფიციალურად გაჟღერდა, ცხრა რუსი წვევამდელის სანაცვლოდ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S