
"ნატო-ს სამიტზე უკრაინასა და საქართველოს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, ასევე მათ უნდა მიიღონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მომდევნო რამდენიმე კვირაში"
23/03/2022 08:18:36 პოლიტიკა
ნატო-ს სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს უკრაინასა და საქართველოში არსებულ ვითარებას, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ბუქარესტში რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისა და საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რის გამოც ნატო-უკრაინის და ნატო-საქართველოს კომიტეტების სხდომები უნდა ჩატარდეს.
ანჯეი დუდამ ასევე ისაუბრა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე:
„ეს უნდა იყოს ის ქვეყნები, რომლებმაც უახლოეს მომავალში, ფაქტობრივად, მომდევნო რამდენიმე კვირაში უნდა მიიღონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მათთვის დახმარება უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაც განსაკუთრებით საჭირო იქნება უკრაინისთვის, რომელიც ომის შემდეგ აღდგენისთვის დასჭირდება“.
თავის მხრივ, რუმინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუმინეთი და პოლონეთი მხარს უჭერენ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.