Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: "რუსული ძალები ამჟამად გადაჯგუფებას ახდენენ ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების განახლებამდე"

ბრიტანული დაზვერვა: "რუსული ძალები ამჟამად გადაჯგუფებას ახდენენ ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების განახლებამდე"

23/03/2022 08:09:10 მსოფლიო

ბრიტანული დაზვერვის 23 მარტის მონაცემებით, "რუსული ძალები ამჟამად გადაჯგუფებას ახდენენ ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების განახლებამდე".

მისვე ცნობით, "რუსი სამხედროები ცდილობენ, ალყაში მოაქციონ ქვეყნის აღმოსავლეთით განთავსებული უკრაინული ძალები, რადგან რუსები ჩრდილოეთით ხარკოვის და სამხრეთით მარიუპოლის მიმართულებით მიიწევენ".

ამასთან, ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, პარალელურად, რუსული ძალები ცდილობენ, ოდესის მიმართულებით დაწინაურებას.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,3 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S