Accentnews.ge
ლატვიამ რუსეთის საელჩოს სამთვიანი ვადა მისცა შენობაზე განთავსებული აბრის შესაცვლელად

ლატვიამ რუსეთის საელჩოს სამთვიანი ვადა მისცა შენობაზე განთავსებული აბრის შესაცვლელად

23/03/2022 07:53:40 ევროპა

რიგაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს შენობაზე ქუჩის სახელწოდების ნიშანი სამი თვის ვადაში უნდა შეიცვალოს.შესაბამისი გადაწყვეტილება რიგის საკრებულომ მიიღო.

მისამართის შეცვლის გადაწყვეტილება ეხება სამ შენობას, მათ შორის რუსეთის საელჩოს.

გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში შენობის მფლობელებმა უნდა განათავსონ ახალი აბრები.

მანამდე რიგის საკრებულომ გადაწყვიტა, ანტონიას ქუჩის ერთ-ერთ კვარტალს, სადაც მათ შორის რუსეთის საელჩოა განთავსებული, უკრაინის დამოუკიდებლობის ქუჩა ეწოდოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S