Accentnews.ge
რუსეთში ნავალნის მხარდაჭერისთვის100–მდე პოლიციელი გაათავისუფლეს – BBC

რუსეთში ნავალნის მხარდაჭერისთვის100–მდე პოლიციელი გაათავისუფლეს – BBC

23/03/2022 07:28:39 მსოფლიო

რუსეთის შინაგან საქმეთა ორგანოების სულ მცირე ასმა თანამშრომელმა სამსახური დაკარგა 2021 წლის დეკემბრიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის პროექტების მხარდაჭერის გამო, იუწყება BBC რუსული სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოცემის წყაროებმა განაცხადეს, რომ ვოლგოგრადში 17 თანამშრომელმა პოლიტიკური მიზეზების გამო დაკარგა სამსახური, იაროსლავის რეგიონში 30-ზე მეტმა, პერმში - 22–მა, ტომსკის რაიონში - თითქმის 30–მა, 5-15 ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან კალუგის, ვორონეჟის, სვერდლოვსკის და ტიუმენის რეგიონებში.

როგორც პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ანდრეი კორაევი ამბობს, მან ახლა დანამდვილებით იცის, რომ გათავისუფლებების სერია ნავალნის უკავშირდება, თუმცა იანვარში მომხდარის მიზეზების შესახებ ყველა დუმდა:

„სრულიად გასაიდუმლოებული იყო, განყოფილების ხელმძღვანელობამაც არ იცოდა, რა ხდებოდა. ისინი თავად მეკითხებოდნენ, თუ რა ჩავიდინე. კაადრების განყოფილებაში კარს ხურადნენ და ჩურჩულით მეკითხებოდნენ, ასეთი რა ჩაიდინეო?“.

გამოცემის ცნობით, ნავალნის პროექტების მხარდამჭერ თანამშრომლებს FSB ადგენს და რეგიონებში სიების გაგზავნით.

BBC აღნიშნავს, რომ ყველა მათი თანამოსაუბრის ელექტრონული ფოსტის მისამართი იყო „ჭკვიანური ხმის მიცემა“ მონაცემთა ბაზაში.

ინფორმაციის ძირითად წყაროდ კი სავარაუდოდ ვებგვერდის free.navalny.com მონაცემთა ბაზები გახდა, რომელიც ღია წვდომაში აღმოჩნდა 2021 წლის აპრილში. მაშინ ნავალნის მომხრეებმა მონაცემთა მოპარვაში მათი ყოფილი მოკავშირე ფიოდორ გოროჟანკო დაადანაშაულეს. 2021 წლის დეკემბერში ტელეკომპანია "Дождь"–მა ისაუბრა 14 პოლიციელის გათავისუფლების შესახებ ნავალნის პროექტების მხარდაჭერის და პოსტების მოწონების გამო.

Сибирь.Реалии–ს რედაქციაც ასევე იუწყებოდა სხვადასხვა რეგიონებში პოლიციელთა მასობრივი გათავისუფლების შესახებ.

2021 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ორგანიზაციები ექსტრემისტულად გამოაცხადა.

ნავალნის 22 მარტს რუსულმა სასამართლომ თაღლითობისა და მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით 9 წლით მკაცრი რეჟიმი მიუსაჯა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S