Accentnews.ge
პუტინი "დიდი ოცეულის"  სამიტში მონაწილეობის მიღებას გეგმავს

პუტინი "დიდი ოცეულის"  სამიტში მონაწილეობის მიღებას გეგმავს

23/03/2022 07:26:35 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "დიდი ოცეულის" (G20) სამიტში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, – ამის შესახებ ინდონეზიაში რუსეთის ელჩმა ლუდმილა ვორობიევამ განაცხადა.

„არა მხოლოდ "დიდი ოცეული", არამედ ბევრი ორგანიზაცია ცდილობს, რუსეთის გარიცხვას. დასავლეთის რეაქცია აბსოლუტურად არაპროპორციულია“, - განაცხადა დიპლომატმა.

მანამდე, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "დიდი ოცეულის" რიგი წევრები G20–დან რუსეთის გარიცხვის საკითხს აქტიურად განიხილავენ.

სააგენტოს ინფორმაციით, „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვის ინიციატივით პოლონეთი გამოვიდა და მას მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S