Accentnews.ge
პოლონელი მაღალჩინოსანი: "მსოფლიო პატრიარქმა გამოთქვა მზადყოფნა, დაუყოვნებლივ ეწვიოს პოლონეთს უკრაინელების მხარდასაჭერად"

პოლონელი მაღალჩინოსანი: "მსოფლიო პატრიარქმა გამოთქვა მზადყოფნა, დაუყოვნებლივ ეწვიოს პოლონეთს უკრაინელების მხარდასაჭერად"

23/03/2022 06:36:48 მსოფლიო

მარტის ბოლოს პოლონეთს მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი ეწვევა.

"მსოფლიო პატრიარქმა მიიღო პოლონეთის პრეზიდენტის მიწვევა და გამოთქვა მზადყოფნა, დაუყოვნებლივ ეწვიოს პოლონეთს უკრაინელების მხარდასაჭერად", – აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელი იაკუბ კუმოხი.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე პირველმა რუსეთის საპატრიარქოსგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა 2019 წლის იანვარში.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,3 მილიონს გადააჭარბა, მათი უმეტესობა პოლონეთში გადავიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S