პენტაგონში ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით პესკოვის განცხადებას "სახიფათო" უწოდეს
23/03/2022 06:20:46 მსოფლიო
პენტაგონში ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებას "სახიფათო" უწოდეს
"ეს არ არის ის, როგორც პასუხისმგებლიანი ბირთვული ძალა უნდა მოქმედებდეს", – განაცხადა პენტაგონის პრეს–სპიკერმა ჯონ კირბიმ.
ამასთან, მისი თქმით, პენტაგონს ამ დრომდე არ დაუფიქსირებია არაფერი ისეთი, რაც "აშშ-ს სტრატეგიული შემაკავებელი პოზიციების შეცვლისკენ უბიძგებდა".
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში რამდენჯერმე აარიდა თავი პასუხს შეკითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას. წამყვანის, ქრისტიან ამანპურის შეკითხვაზე, რა შემთხვევაში აამოქმედებს პუტინი ბირთვულ არსენალს, პესკოვის პასუხი ასეთი იყო: „იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება“.


