პოლონეთი ნატო-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხის დაყენებას გეგმავს
23/03/2022 05:50:51 მსოფლიო
პოლონეთი გეგმავს ნატო-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს, – იუწყება BBC.
გამოცემის ცნობით, ასეთი მისიის მზადყოფნაში მოყვანას რამდენიმე კვირა ან შესაძლოა, თვეც დასჭირდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღებაზე მზაობა უკვე გამოთქვა დანიამ.
ნატო-ს საგანგებო სამიტი 24 მარტს ბრიუსელში გაიმართება.


