Accentnews.ge
რუსეთი 70 ათასამდე IT-სპეციალისტმა დატოვა, კიდევ 100 ათასის გადინებას პროგნოზირებენ

რუსეთი 70 ათასამდე IT-სპეციალისტმა დატოვა, კიდევ 100 ათასის გადინებას პროგნოზირებენ

22/03/2022 22:14:10 მსოფლიო

რუსეთი 50-დან 70 ათასამდე აი-ტი სპეციალისტმა დატოვა, ხოლო კიდევ 70-დან 100 ათასამდე ქვეყანა შესაძლოა უახლოეს თვეში დატოვოს,– იუწყება გამოცემა Baza რუსეთის ელექტრონული კომუნიკაციების ასოციაციის ხელმძღვანელ სერგეი პლუგოტარენკოზე დაყრდნობით.

პლუგოტარენკოს თქმით, აი-ტი სპეციალისტების რაოდენობა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა ძვირადღირებული ავიაბილეთები, მკვეთრად გაზრდილი საცხოვრებლის ფასები და ტრანზაქციების განხორციელების შეუძლებლობა.

მანამდე რუსმა ოპოზიციონერებმა და დევნილობაში მყოფმა საზოგადო მოღვაწეებმა შექმნეს რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტი, რათა მხარი დაუჭირონ იმ რუსებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს უკრაინასთან ომის გამო.

კომიტეტის წევრები სთავაზობენ იურიდიული საკითხების მოგვარებაში, საცხოვრებელი დოკუმენტების, ვიზების მიღებას და საბანკო ანგარიშების გახსნაში დახმარებას მათ, ვინც "ვერ ხედავს შესაძლებლობებს, იცხოვროს პუტინის რუსეთში."

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S