
სალომე ზურაბიშვილი ჟოზეფ ბორელს ტელეფონით ესაუბრა
22/03/2022 22:06:54 ევროპა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით ესაუბრა ევროკავშირის უზენაეს წარმომადგენელს საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ჟოზეპ ბორელს.
როგორც ზურაბიშვილი წერს „ტვიტერზე", ის ბორელს ესაუბრა დაჩქარებული წესით საქართველოს ევროინტეგრაციის გზისა და უსაფრთხოების შესახებ, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე.
პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანოიბს მიმართ მხარდაჭერის გამო.