Accentnews.ge
"რუსი სამხედროები სათანადო აღჭურვილობის არქონის გამო იყინებიან" – პენტაგონი

"რუსი სამხედროები სათანადო აღჭურვილობის არქონის გამო იყინებიან" – პენტაგონი

22/03/2022 21:57:06 ევროპა, მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, რუსი სამხედროები სათანადო აღჭურვილობის არქონის გამო იყინებიან​,– ამის შესახებ ამერიკული მედია პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

მისივე განცხადებით, სათანადო აღჭურვილობის ნაკლებობას ემატება რუსულ ძალებს შორის საკვებისა და საწვავის დეფიციტი, კვლავ არსებობს ლოჯისტიკის და მდგრადობის პრობლემები.

"მათ ჯარისკაცებს აქვთ აღჭურვილობის პრობლემა. გვაქვს ინდიკატორები, დავასკვნათ, რომ ზოგიერთი მათგანი ფრონტიდან გაიყვანეს, რადგან გაიყინნენ". - განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მისივე განცხადებით, რუსებს ასევე აქვთ სარდლობის პრობლემებიც, რაც ართულებს მათ შორის კომუნიკაციას:

"რუსულ ჯარს აქვს მომარაგების, საკვების, საწვავის, ლოჯისტიკის პრობლემები. ცივი ამინდისთვის შესაბამისი ეკიპირების არქონის გამო რამდენიმე რუსი ჯარისკაცი გაიყინა. ხშირია შემთხვევები, როდესაც რუსები ვერ ახერხებენ გემების საწვავით უზრუნველყოფას ვერ ახერხებენ".

ინფორმაციისთვის: მსგავს პრობლემებზე ესაუბრება რუსი სამხედრო კოლეგას გავრცელებულ ჩანაწერში

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა ისაუბრა იმ უკრაინელების მაგალითებზეც, რომლებიც იბრძვიან ხერსონის დასაბრუნებლად, ასევე, უტევენ რუსულ ჯარებს მიკოლაევთან, სადაც თავდამსხმელებს ჩრდილოეთიდან სამხრეთით მოუწიათ დისლოკაცია.

პენტაგონის მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ არ შეუძლია, დაკონკრეტება, არის თუ არა ეს "უკრაინელების დიდი ოპერაციული გეგმის" ნაწილი.

"უკრაინის თავდაცვა მოხერხებული და მოქნილია". - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენელი.

ასევე, პენტაგონის წარმომადგენელმა თქვა, რომ:

  • რუსეთმა საბრძოლო ძალების 10%-ზე მეტი დაკარგა. რუსული საბრძოლო ძალების რაოდენობა 90%-ზე ნაკლებია. 150 ათას სამხედროზე მეტი, რომელიც შეჭრამდე უკრაინის საზღვრებთან იყო მობილიზებული, სამხედრო ძალას არ წარმოადგენს. მათი დიდი ნაწილი დამხმარე ფუნქციას ასრულებს;
  • რუსული შეიარაღებული ძალები შორი მანძილიდან ბომბავდნენ მარიუპოლს, რაც მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლს იწვევს;
  • აშშ-ის თავდაცვის უწყებას აქვს მტკიცებულებები, რომ გასულ კვირას რუსეთის შეიარაღებული ძალები გამიზნულად ბომბავდნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. არსებობს ომის დანაშაულის ნიშნები.

მოგვიანებით აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აშშ ხედავს ნიშნებს, რომ უკრაინელები მეტად გადადიან შეტევაზე – "სამხრეთით, ხერსონის მახლობლად, უკრაინელები ტერიტორიის დაბრუნებას ცდილობენ:.

"ისინი თავს იცავენ ძალიან ჭკვიანურად, მოხერხებულად, კრეატიულად. ამასთან, ზოგიერთ ტერიტორიაზე, კონკრეტულად, სამხრეთით, ხერსონის მახლობლად ისინი ტერიტორიის დაბრუნებას ცდილობენ". - თქვა თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

მან დაადასტურა რამდენიმე საათით ადრე პენტაგონის კონფიდენციალური წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბოლო დღეებია, უკრაინული სამხედრო ძალები თავიანთი, რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად იბრძვიან და დასძინა, რომ უკრაინელები ამისთვის მზად არიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S