Accentnews.ge
რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს: კრემლის კომენტარი

რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს: კრემლის კომენტარი

22/03/2022 19:45:53 მსოფლიო

რუსეთს შეუძლია, ბირთვული იარაღი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენოს, თუ ქვეყნისათვის რეალური საფრთხე შეიქმნება, - განაცხადა ტელეარხ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

«ჩვენ გაგვაჩნია ეროვნული უსაფრთხოების კონცენფია, რომელიც ღია წვდომაშია და შეგიძლიათ, გაეცნოთ ყველა მიზეზს, რომლის საფუძველზეც ბირთვული იარაღი შეიძლება, იქნას გამოყენებული. თუ შეიქმნება ქვეყნის არსებობის საფრთხე, იგი შეიძლება, იქნას გამოყენებული ჩვენი უსაფრთხოების კონცეფციის შესაბამისად. სხვა მიზეზები ტექსტში მოხსენიებული არ არის»,— განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის: 28 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა სტრატეგიული შეკავების ძალების (რომლებიც ბირთვულ იარაღსაც მოიცავს) "განსაკუთრებული მზადყოფნის" რეჟიმში გადაყვანის ბრძანება გასცა.

თუმცა როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს რეალურად, ბუტაფორული ბრძანებაა, რადგან არავითარი "განსაკუთრებული მზადყოფნის" რეჟიმი არ არსებობს: ეს ძალები ის ერთადერთი საჯარისო სახეობაა, რომელიც ისედაც მუდმივად სრული მზადყოფნის რეჟიმშია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S