Accentnews.ge
დასავლელი მეტეოროლოგები რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტენ ქიმიური თავდასხმების თაობაზე მზარდი შეშფოთების ფონზე

დასავლელი მეტეოროლოგები რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტენ ქიმიური თავდასხმების თაობაზე მზარდი შეშფოთების ფონზე

22/03/2022 18:16:03 ევროპა

სხვა მთავრობებისთვის მეტეოროლოგიური მონაცემების მთავარმა მიმწოდებელმა EUMETSAT–მა შეაჩერა თანამშრომლობა რუსეთთან ექსპერტების მიერ გამოთქმული შიშის გამო, რომ რუსეთს შეუძლია, ამინდის შესახებ მონაცემები ბიოლოგიური ან ქიმიური თავდასხმების დასაგეგმად გამოიყენოს,– იუწყება Reuters.

მეტეოროლოგიური თანამგზავრების ექსპლუატაციის ევროპულმა მთავრობათაშორისმა ორგანიზაციამ ორგანიზაციამ (EUMETSAT), რომელიც გერმანიაშია დისლოცირებული, Reuters–ს განუცხადა, რომ წევრი ქვეყნების სპეციალურმა საბჭომ სამშაბათს დილით მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს რუსული მომხმარებლის ლიცენზიები და ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმება რუსეთის წამყვან მეტეოროლოგიურ სააგენტოსთან. ეს გულისხმობს როგორც მონაცემთა გაცვლას, ისე ტრენინგებს.

EUMETSAT-ის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია გადაწყვეტილების საფუძვლები.

EUMETSAT გახდა ამინდთან დაკავშირებული ბოლო სააგენტო, რომელიც ზღუდავს ინფორმაციის გაზიარებას მოსკოვისთვის პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ. მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება სულ მცირე სამმა ევროპულმა ორგანიზაციამ მიიღო.

ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი იარაღის მიმართულებით ამბობს, რომ არსებობს რისკი, EUMETSAT-ის მიერ მოწოდებული მეტეოროლოგიური მონაცემები სამხედრო მიზნებისთვის იქნას გამოყენებულ, მათ შორის ქიმიური და ბიოლოგიური თავდასხმების დაგეგმვაში, რომელიც აკრძალულია საერთაშორისო კანონმდებლობით.

"თუ ჰიპოთეტურად გეგმავთ შეტევას, რომლის დროსაც ასხურებთ ქიმიკატების ან პათოგენების ღრუბელს, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ მეტეოროლოგიური მონაცემები, რადგან არ გსურთ, რომ საკუთარ ძალებს დაარტყათ“– წერს ექსპერტი ფილიპა ლენზოსი.

ჰამიშ დე ბრეტონ-გორდონი, ქიმიური იარაღის ექსპერტი და მოწვეული მკვლევარი დიდ ბრიტანეთში – კემბრიჯის უნივერსიტეტში ასევე აღნიშნავს, რომ ამინდის მონაცემები "აბსოლუტურად მნიშვნელოვანია" ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისას.

მანამდე მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინამ ორგანიზაციას წერილით მიმართა, გამოეხატა შეშფოთება EUMETSAT-ის მიერ რუსეთისთან მონაცემების გაცვლის შესახებ.

წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ „WMO-ს კონგრესს არ მიუღია რაიმე ოფიციალური გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასთან მონაცემთა გაცვლის შეზღუდვის თაობაზე“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S