Accentnews.ge
„ომი პუტინის დასასრულია“: გერმანიის კანცლერის პარტიამ ბერლინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების ნორმალიზება გამორიცხა

„ომი პუტინის დასასრულია“: გერმანიის კანცლერის პარტიამ ბერლინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების ნორმალიზება გამორიცხა

22/03/2022 17:52:35 ევროპა

გერმანიის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გამორიცხულია,ვიდრე მას პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობს,– ამის შესახებ გერმანიის კანცლერის პარტიის „სოციალ–დემოკრატების“ თავმჯდომარემ ლარს კლინგბეილმა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

"რას მე ვერ ვხედავ, ისაა, რომ რაღაც მომენტში ჩვენ კვლავ დავსხდებით ვლადიმირ პუტინთან ნორმალურ ურთიერთობებში ერთი მაგიდის ირგვლივ. ეს დრო დასრულდა", - თქვა მან.

მისივე თქმით, „პუტინის ეპოქა“ დასასრულს უახლოვდება:

”მჯერა, რომ ეს ომი პუტინის დასასრულია” - თქვა კლინგბეილმა და დასძინა, რომ უკრაინაში ოთხკვირიანი ომის ფონზე პუტინიადმი საკუთარი მთავრობისა და უსაფრთხოების სამსახურების მხარდაჭერა „ნგრევასიწყებს“:

”პოლიტიკური პროცესები რუსეთში ძალიან სწრაფად შეიძენს იმპულსს, თუ პუტინს კითხვებს დაუსვამენ. ის საკუთარ ქვეყანას უბედურებისკენ მიაქანებს“.

მისივე თქმით, ევროკავშირი ამ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტს დაამტკიცებს, მაგრამ არ დააკონკრეტა, მოიცავს თუ არა ის რუსულ ენერგეტიკაზე უარის თქმას.

მანამდე გერმანიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება „მარშალის გეგმა“ რუსული შემოჭრის შედეგების დასაძლევად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S