რუსეთში ნევზოროვის წინააღმდეგ სისხლის სამართის საქმე აღიძრა
22/03/2022 16:55:04 მსოფლიო
რუსეთში ცნობილ ჟურნალისტ ნევზოროვის წინააღმდეგ სისხლის სამართის საქმე აღიძრა, ბრალდება "ჯარის წინააღმდეგ ფეიქების გავრცელებაა". ნევზოროვს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
„გამოძიების თანახმად, 2022 წლის 9 მარტს, რუსეთის ფედერაციაში აკრძალულ სოციალურ ქსელ Instagram-ის თავის საჯარო გვერდზე და 2022 წლის 19 მარტს თავის YouTube არხზე, ნევზოროვმა განზრახ გამოაქვეყნა ცრუ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ მარიუპოლში სამშობიარო საავადმყოფოს განზრახ დაბომბვის შესახებ. პუბლიკაციებს თან ახლდა დაბომბვის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოქალაქეების არასანდო ფოტოები“, - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
მისივე ცნობით, ახლა გამოძიება არკვევს ალექსანდრე ნევზოროვის ადგილსამყოფელს, რათა „მასთან საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“ ჩაატაროს.


