Accentnews.ge
უკრაინელი პოლიტიკოსი „ხალხის მსახურიდან“ პუტინის მიერ ომის გაჩაღებამდე რუსეთში გადავიდა

უკრაინელი პოლიტიკოსი „ხალხის მსახურიდან“ პუტინის მიერ ომის გაჩაღებამდე რუსეთში გადავიდა

22/03/2022 16:34:06 ევროპა

პარტია „ხალხის მსახურის“ პოლიტსაბჭოს წევრი და პარტიის ერთ-ერთი კურატორი ხარკოვის ოლქში ვადიმ სლიუსარევი უკრაინიდან რუსეთში 18 თებერვალს გაემგზავრა,– იუწყება უკრაინული გამოცემა რუსეთის სასაზღვრო სამსახურის მონაცემთა ბაზიდან მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით და აქვეყნებს ფოტო–მასალას.

„18 თებერვლით დათარიღებული მონაცემთა ბაზის მიხედვით, სლიუსარევი რუსეთში მანქანით შევიდა ნეხოტეევკას საგუშაგოზე. დანიშნულებად მითითებულია „დროებითი ცხოვრება“,– აღნიშნავს გამოცემა.

უკრაინელი მესაზღვრეებიდან მიღებული მონაცემებით, სლიუსარევი რუსეთში 18 თებერვალს, 17:16 საათზე, გოპტოვკას საგუშაგოზე BMW-ს მანქანით გაემგზავრა უკრაინის მოქალაქე ვადიმ ბელიჩენკოსთან ერთად. ბელიჩენკო BMW-ზე უკრაინის ტერიტორიაზე 17:34 საათზე დაბრუნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S