კრემლში აღიარეს, რომ რუსეთის მოსახლეობის მეოთხედი პუტინის ომას მხარს არ უჭერს
22/03/2022 15:50:18 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა 22 მარტს აღიარა, რომ რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ეწინააღმდეგება უკრაინასთან ომს.
"ასეთები ცოტაა. მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, და ეს დასტურდება სტატისტიკითა და გამოკითხვებით, 75%-ზე მეტი-მხარს უჭერს ოპერაციას, მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. ეს უდავო ფაქტია", - თქვა პესკოვმა და დასძინა, რომ რუსების 25%-ზე ნაკლები არ ეთანხმება "სპეცოპერაციას". მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ კვლევას ეყრდნობა.
დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ესმით თუ არა ამ ხალხის კრემლში, პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა: "აზრს ისმენენ, მაგრამ მაინც უმცირესობა უმცირესობაა":
"არსებობს ძალიან აქტიური ახსნა ამ ოპერაციის მიზნებისა და ამოცანების, მისი მიზეზების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ვინც არ ეთანხმება, ისინიც გააცნობიერებენ, თუ რა ხდება. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ, ვინც არ ეთანხმება, დაიწყონ ორიენტირება სიცრუის იმ ნაკადში, რომელიც დასავლეთიდან მოდის იმის შესახებ, თუ რა ხდება და გააცნობიერონ, რომ ყველაფერი არ არის სიმართლე, რაც იქაურ ახალ ამბებში გადმოიცემა".
რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიური ცენტრის მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ ომს 2022 წლის მარტის დასაწყისში მხარი დაუჭირა მოქალაქეთა 71%-მა. ხოლო გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ ომი რუსეთის "უფრო წარმატებით" გრძელდება.


