Accentnews.ge
ჰუმანიტარული კატასტროფა ჩერნიგოვში: ელექტროენერგია არ არის, ხალხი საჭმელს შუაცეცხლზე ამზადებს, ცხედრები საათობით ასვენია ქუჩებში

ჰუმანიტარული კატასტროფა ჩერნიგოვში: ელექტროენერგია არ არის, ხალხი საჭმელს შუაცეცხლზე ამზადებს, ცხედრები საათობით ასვენია ქუჩებში

22/03/2022 15:14:09 ევროპა, მსოფლიო

ჩერნიგოვის მერი ვლადისლავ ატროშენკო ქალაქში შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე საუბრობს.

მისი თქმით, ქალაქს კვირაზე მერტია, ელექტროენერგია არ მიწოდება, მოსახლეობის ნახევარზე მეტმა ჩერნიგოვი დატოვა. ძირითადად რჩებიან ადამიანები, რომლებსაც მოვლა სჭირდებათ, წასასვლელი არსად აქვთ, ქალაქის ხელისუფლებას კი უკიდურესად უჭირს არსებულ ყველა გამოწვევასთან გამკლავება:

„ხშირია შემთხვევები, რომ დაბომბვის დროს, ვინაიდან ქალაქში ელექტროენერგა და კომუნიკაცია არ არის, დაღუპულთა ცხედრები უბრალოდ საათობით ასვენია ტროტუარებზე. ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. მათ აღარ აქვთ საშუალება, საკვები იყიდონ. გარდა ამისა, მაღაზიებში ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გაუარესდა, ქალაქში მიწოდება პრაქტიკულად ვერ ხერხდება“.

მერი ყვება, რომ არც საკვების შენახვის საშუალება არაა და ხალხი იძულებულია, გადაუდებელ პირობებში მეტი საკვები მოამზადოს – პირდაპირ ქუჩაში ანთებენ ცეცხლს, რაც ძალიან რთულია მუდმივი დაბომბვის გამო. გარდა ამისა, დგას ანტისანიტარიის საკითხიც.

მერის თქმით, ბოლო დღეებში საგრძნობლად იმატა დაბომბვის სიხშირემ, განზრახ იბომბება საცხოვრებელ ტერიტორიები:

„ეს დაბომბვები აბსოლუტურად ქაოტურია და ხალხის კიდევ უფრო დაშინებას ისახავს მიზნად. ახლა აზრი არ აქვს ქალაქში დანგრეული სახლების რაოდენობის დათვლას, რადგან ეს რიცხვები ყოველ საათში იცვლება. ერთი რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ 50-100 მეტრის რადიუსში ინგრევა შენობები.

გვჭირდება მთავრობის დახმარება, რომ ქალაქის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების მიწოდება განახლდეს".

ჩერნიგოვის მერმა ასევე განაცხადა, რომ რამდენჯერმე მიიღო შემოთავაზება, გადაეცა ქალაქი რუსი სამხედროებისთვის:

„შემოდის უცნაური შინაარსის SMS–ები, რომელთაც უბრალოდ არ ვპასუხობ. უსაფრთხოების სამსახურს ვუგზავნი ასეთ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს. ჩერნიგოვს არავის დავუთმობთ!“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S