
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
22/03/2022 14:37:13 ევროპა
იტალიას სურს, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდეს,– განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ სამშაბათს იტალიელი კანდონმდებლების წინაშე უკრაინის პრეზიდენტის ვიდეოხიდის მეშვეობით წარდგომის შემდეგ.
„ჩვენ გვინდა გზა გავუხსნათ უკრაინას ევროპასთან დაახლოებისკენ: ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც შედგება აუცილებელი რეფორმებისგან. იტალია ამ პროცესში უკრაინის გვერდით არის. იტალიას სურს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა და დასძინა, რომ უკრაინა არა მხოლოდ საკუთარ თავს იცავს, არამედ იცავს „ჩვენს მშვიდობას, თავისუფლებას და უსაფრთხოებას და იტალია მადლიერია ამისთვის“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოსა და მოლდოვაში.