ნატო ხმელთაშუა ზღვაში ფრანგული, ამერიკული და იტალიური "დამრტყმელი ჯგუფის" განთავსების თაობაზე იუწყება
22/03/2022 14:39:30 მსოფლიო
ნატო ხმელთაშუა ზღვაში ფრანგული, ამერიკული და იტალიური საბრძოლო ხომალდების განთავსების თაობაზე იუწყება.
მისი ცნობით, "დამრტყმელი ჯგუფი" – ფრანგული ავიამზიდი "Charles de Gaulle", "Nimitz"-ის კლასის ავიამზიდი "USS Harry S. Truman" და იტალიური ავიამზიდი" ITS Cavour" განლაგებულია მოკავშირეთა ოპერაციების მხარდასაჭერად ზღვაში.
ხომალდებზე გამლაგებულია, მათ შორის თვითმფრინავები, წყალქვეშა ნავები, საბრძოლო ხომალდები და დამხმარე გემები.
"დამრტყმელი ჯგუფი", რომლებიც ერთად მოქმედებენ, საშუალებას აძლევს ნატო–ს მოკავშირეებს გააუმჯობესონ გუნდურად მუშაობის უნარი წევრი ქვეყნების ინტერესების დასაცავად", – აცხადებენ ნატო–ში.


