პესკოვი – პუტინის ომში რუსეთის დანაკარგებზე: „არ შემიძლია კომენტარის გაკეთება“
22/03/2022 13:02:20 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ვერანაირად ვერ სეძლეს კომენტირებას“ "კომსომოლსკაე პრავდას“ საიტზე გამოქვეყნებულ მონაცეებთან დაკავშირებით, რომელშიც უკრაინაში 10 000–მდე რუსი სამხედროს დაღუპვის შესახებაა საუბარი,– იუწყება რუსული გამოცემა “მედუზა“.
კითხვა პესკოვს CNN–მა დაუსვა.
"არა, არ შემიძლია. თქვენ "კომსომოლსკაია პრავდას" უნდა კითხოთ“,– უპასუხა პესკოვმა.
თავად „კომსომოლსკაია პრავდას“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საიტი სავარაუდოდ, გატეხილია და უკრაინაში 10 000 რუსი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ მონაცემები გვერდზე „რამდენიმე წუთის განმავლობაში“ იყო განთავსებული.
CNN–მა კრემლის წარმომადგენელს კითხა, რამდენად ახლოსაა ეს მონაცემები რეალურ მაჩვენებელთან. საპასუხოდ პესკოვმა განაცხადა, რომ დანაკარგების შესახებ საუბარი მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა:„ჩვენთავიდანვე შევთანხმდით, რომ არ გვაქვს მათი გახმოვანების უფლებამოსილება სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის დროს“.


