
ლუგანსკში ბავშვთა საავადმყოფოსთვის ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყებიან
22/03/2022 12:39:11 ევროპა
რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში, სევეროდონეცკში ცეცხლი გაუხსნეს ბავშვთა საავადმყოფოს,– იუწყება უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური.
არსებული ინფორმაციით, გაჩნდა ხანძარი, მაშველებმა 22 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.
„ჩვენმა მაშველებმა 7 მცირეწლოვანი პაციენტი და 15 ზრდასრული გამოიყვანეს, რომელთაგან 8 ექიმია. ისინი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
მაშველები ხაზს უსვამენ, რომ სევეროდონეცკი, რუბიჟნოე, ლისიჩანსკი, პოპასნაია, ნოვოდრუჟესკი, ტოშკოვკა კვლავ რუსული არმიის ცეცხლის ქვეშ არიან.