Accentnews.ge
ხარკოვთან რუსული სპეცრაზმის უფროსი ოფიცრების დაღუპვის შესახებ იუწყებიან

ხარკოვთან რუსული სპეცრაზმის უფროსი ოფიცრების დაღუპვის შესახებ იუწყებიან

22/03/2022 10:53:01 ევროპა

ხარკოვთან რუსეთის სწრაფ რეაგირების სპეცრაზმის რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცერი დაიღუპა ვლადიმირიდან,– ირწმუნება „მედიაზონა“ სოციალური ქსელებსა და მედიაში გამოქვეყნებული ცნობების გაანალიზების და ასევე საკუთარ წყაროებთან გასაუბრების შემდეგ.

„ვლადიმირში ცოტა ხნის წინ ადგილობრივი სწრაფი რეაგირების რაზმის ოთხი ოფიცრის, სამი ლეიტენანტის და ერთი პოლკოვნიკის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერდა, თუმცა მოგვიანებით სტატიები დარედაქტირდა და პუბლიკაციიდან სახელები ამოიღეს"- წერს "მედიაზონა".

5 მარტს უკრაინულმა Telegram-არხებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც ჩანს განადგურებული რუსული კოლონა, რომელშიც შედიოდა რამდენიმე სატვირთო მანქანა. ჩანს პოლიციის ფარები და ჩაფხუტებიც.

იმავე დღეს ვლადიმირის ორი აქტივისტი - კირილ იშუტინი და კირილ ალექსეევი პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდნენ.

მათი თქმით, პოლიციელები აქტიურად განიხილავდნენ ხსენებულ ვიდეოებს და ამოიცნეს ვლადიმირის ომონის მანქანები.

„მთელი შემადგენლობა დაიღუპა – ყველა, ვინც წავიდა. პოლიციაში აქტიურად განიხილავდნენ ამ მოვლენებს. განყოფილებაში ბევრი იყო სამგლოვიარო განწყობაზე“– განაცხადა ალექსეევმა.

"მედიაზონას" წყაროებმა დაღუპული უფროსი ოფიცრების ვინაობა დაადასტურეს. ვარაუდობენ, რომ ისინი 3 მარტს ხარკოვთან დაიღუპნენ. გამოცემის წყაროების მიხედვით, მინიმუმ 40 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და სხვა სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინაში საომარ მოქმედებებში, აღიარებენ დანაკარგებს, მაგრამ არ ასახელებენ დაღუპულთა და დაჭრილთა საერთო რაოდენობას. ბოლოს, მარტის დასაწყისში თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა 498 დაღუპულის შესახებ. უკრაინის გენერალური შტაბი კი იუწყება, რომ უკრაინაში უკვე დაიღუპა 15 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი.

უკრაინის ოფიციალური პირები და მედია იუწყებიან უკრაინაში რამდენიმე რუსი გენერლის დაღუპვის შესახებ. რუსეთმა დაადასტურა ერთი მათგანის - ანდრეი სუხოვეცკის, ასევე შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილის, კაპიტანი პირველი რანგის ანდრეი პალის გარდაცვალება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S