Accentnews.ge
უკრაინის გენპროკურატურა: „ხარკოვში ოკუპანტებმა მანქანას გაუხსნეს ცეცხლი, რომელშიც ბავშვები იმყოფებოდნენ“

უკრაინის გენპროკურატურა: „ხარკოვში ოკუპანტებმა მანქანას გაუხსნეს ცეცხლი, რომელშიც ბავშვები იმყოფებოდნენ“

22/03/2022 10:28:06 ევროპა

ხარკოვის რაიონში რუსულმა ტანკმა ესროლა მანქანას, რომელშიც ოჯახი იმყოფებოდა ორი ბავშვით. შედეგად ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი დაიღუპა,– იუწყება უკრაინის გენერალური პროკურატურა.

„ოჯახი ყვიროდა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, თეთრ დროშას აფრიალებდნენ, მაგრამ ამაოდ. დაიღუპნენ მშობლები და 9 წლის გოგონა, დაშავდა 17 წლის ბიჭი“,– აცხადებენ გენპრკურატურაში.

პროკურატურისვე ინფორმაციით, სუმის რაიონში ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს პენსიონერ ცოლ–ქმარს, რომლებიც ველოსიპედით მიდიოდნენ საავადმყოფოში.

შედეგად 59 წლის ქალი დაიღუპა, ქმარი დაშავდა. ამ ფაქტებზე პროკურატურა აწარმოებს წინასასამართლო გამოძიებას ომის დანაშაულის მუხლით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S