Accentnews.ge
"ნოვაია გაზეტას" მთავარი რედაქტორი უკრაინელების დასახმარებლად ნობელის მედლს ყიდის

"ნოვაია გაზეტას" მთავარი რედაქტორი უკრაინელების დასახმარებლად ნობელის მედლს ყიდის

22/03/2022 09:46:08 საზოგადოება

რუსული კრიტიკული მედიასაშუალების „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი დიმიტრი მურატოვი ნობელის მედლს უკრაინელ ლტოლვილების დასახმარებლად გასცემს,– იუწყება „ნოვაია გაზეტა“.

„ჩვენ რა შეგვიძლია: გაუზიაროთ მშვიდობიან ლტოლვილებს, დაჭრილ და ავადმყოფ ბავშვებს, რომლებსაც სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროებათ ის, რაც თქვენთვის ძვირფასია და სხვებისთვის აქვს ფასი.

„ნოვაია გაზეტამ“ და მე გადავწყვიტეთ, მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის მედალი უკრაინის ლტოლვილთა ფონდს გადავცეთ. ლტოლვილების რაოდენობა უკვე აჭარბებს 10 მილიონს. გთხოვთ, გამოეხმაუროთ აუქციონს, რომელზედაც გამოიტანენ ამ მსოფლიოში ცნობილ ჯლდოს“,– განაცხადა მურატოვმა.

ის სასწრაფოდ ითხოვს: შეწყდეს ცეცხლი; გაიცვალონ ტყვეები; მიცვალებულთა ცხედრები გადაასვენონ ოჯახებში; ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნას; დაეხმარონ ლტოლვილებს.

24 თებერვალს, ომის პირველ დღეს, მურატოვმა განაცხადა, რომ „ნოვაია გაზეტას“ პუბლიკაცია უკრაინულ ენაზე გამოქვეყნდება რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S