Accentnews.ge
გორდონი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პუტინის ბრძანებით აღძრეს

გორდონი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პუტინის ბრძანებით აღძრეს

22/03/2022 09:18:37 ევროპა

ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი ირწმუნება, რომ რუსეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ბრძანება პირადად ვლადიმირ პუტინმა გასცა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გორდონს რუსეთში ედავებიან "საჯარო მოწოდებებს აგრესიული ომის გაჩაღების შესახებ; ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სიძულვილის ან მტრობის გაღვივებას ეროვნების ნიშნით და რუსული არმიის ქმედებების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“.

„ჩემთვის დიდი პატივია რუსეთში აღძრული ეს სისხლის სამართლის საქმე: ეს იმაზე მეტყველებს, რომ პატიოსნად ვასრულებ ჩემს სამოქალაქო და ადამიანურ მოვალეობას“ - განაცხადა გორდონმა თემის კომენტირებისას.

მისი თქმით, რუსი სამხედროები კლავენ უკრაინელ ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს. უკრაინაში ბომბავენ საცხოვრებელ და სამშობიარო სახლებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს.

„მარიუპოლისგანთითქმის არაფერი დარჩა. დაბომბეს ხარკოვი, ჩერნიგოვი და სხვა ქალაქები უკრაინის, რომელსაც რუსეთისთვის არაფერი დაუშავებია. დღეს ჩვენი მეომრები ჩვენს თავისუფლებას ეწირებიან“, ამბობს გორდონი და დასძენს, რომ უკრაინაში იმყოფება, არავისგან იმალება და არც ეშინია.

მან მიმართა პუტინსაც:

„თქვენ ვერ შეაშინებთ უკრაინას და ვერც მე. ფაშისტი კრიმინალი არა მე, არამედ თქვენ ხართ. თქვენ იჯდებით ტრიბუნალზე იმავე ადგილას, სადაც ისხდნენ ჰიტლერის მიმდევრები. თქვენ არა მხოლოდ მიწიერი, ზეციური სასამართლოც გელით და ჯოჯოხეთში დაიწვებით!“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S