
რუსეთმა ავდეევკაში Tornado-S-ის უახლესი რაკეტები გამოიყენა
22/03/2022 08:40:22 ევროპა
რუსმა სამხედროებმა ავდეევკას „Tornado-S“–ის ახალი რაკეტებით შეუტიეს,– იუწყება უკრაინის ნაციონალური პოლიცია.
საუბარია 300 მმ კალიბრის, მაღალი სიზუსტის სარაკეტო ჭურვზე.
უწყების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქზე თავდასხმას ახორციელებდნენ არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაჭრილებიც. დაინგრა მინიმუმ 15 სახლი.