Accentnews.ge
უკრაინელებმა რუსი პოდპოლკოვნიკი დააკავეს: „რუსულმა ძალებმა უშედეგოდ სცადეს მისი გათავისუფლება“

უკრაინელებმა რუსი პოდპოლკოვნიკი დააკავეს: „რუსულმა ძალებმა უშედეგოდ სცადეს მისი გათავისუფლება“

22/03/2022 08:20:00 ევროპა

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკი, ჩრდილოეთ ოსეთში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საინფორმაციო და ფსიქოლოგიური კონტრმოქმედების ჯგუფის უფროსი ალექსანდრე კოშელი ტყვედ აიყვანეს.

როგორც იუწყებიან, ის ტყვედ რუსეთის 58–ე არმიის ქვედანაყოფებთან შეტაკებების დროს ჩავარდა.

უკრაინული მხარს ცნობით, კოშელის დაკავებისთანავე რუსულმა მხარემ მის გასათავისუფლებად მნიშვნელოვანი ძალა გადმოისროლა, პროცესში ჩართეს ავიაციაც, თუმცა როგორც იუწყებიან, შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა, სამხედრო ტყვე კი „უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს და ამჟამად კითხავენ“.

უკრაინული მხარე რუსული ძალის მცდელობას იმით ხსნის, რომ კოშელი პირდაპირ კავშირში იყო რუსეთის 58-ე არმიის მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ მიხაილ ზუსკოსთან, რომელსაც ინფორმაციას ყოველდღიურად აწვდიდა. თავად ზუსკო წარმოშობით უკრაინის ერთ–ერთი პატარა სოფლიდანაა, რომელიც ვოლინის რეგიონში მდებარეობს.

„128-ე ბრიგადის ჯარისკაცები გაკვირვებულნი დარჩნენ, როდესაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩინეს, რომ პოდპოლკოვნიკ კოშელს საცვლები და წინდები ეცვა წარწერით - „უკრაინის შეიარაღებული ძალები“,– ნათქვამია შეტყობინებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S