რუსებმა უკრაინასთან ომის ფონზე საბანკო ანგარიშებიდან ჯამში 1,2 ტრილიონი რუბლი მოხსნეს
22/03/2022 08:00:22 მსოფლიო
რუსეთის ბანკებში ფიზიკური პირების ანგარიშებზე განთავსებული თანხა 2022 წლის თებერვალში 1,2 ტრილიონი რუბლით შემცირდა. ეს დეპოზიტებიდან თანხების გადინების რეკორდული მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ,– იუწყება რუსეთის ცენტრალური ბანკი.
„უმსხვილესი რუსული ბანკების მიმართ დაწესებული სანქციების პირობებში გაჩნდა უარყოფითი საინფორმაციო ფონი, რამაც ხელი შეუწყო მოსახლეობის გაზრდილ მოთხოვნას ნაღდ ფულზე. საუბარია როგორც რუბლებზე, ასევე უცხოურ ვალუტაზე. თებერვალში ბანკებში მოსახლეობის სახსრები 1,2 ტრილიონი რუბლით შემცირდა (3,5%)“, - ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ელვირა ნაბიულინა ირწმუნება, რომ „ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფული დაბრუნდა დეპოზიტებზე“.


