Accentnews.ge
"გამოვაქვეყნეთ კონკრეტული ქსელები, სადაც ხელმისაწვდომია თურქული წამლები, უკვე 50-მდე მედიკამენტია"

"გამოვაქვეყნეთ კონკრეტული ქსელები, სადაც ხელმისაწვდომია თურქული წამლები, უკვე 50-მდე მედიკამენტია"

22/03/2022 07:45:03 საზოგადოება

"ჩვენს [სამინისტროს] გვერდზეც გამოვაქვეყნეთ კონკრეტული ქსელები, სადაც ხელმისაწვდომია თურქული მედიკამენტები, უკვე 50-მდე მედიკამენტია. აქტიურად გრძელდება ახალი მედიკამენტების რეგისტრაციაც", – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფარმაცევტულ ბაზარსაც შეუძლია, თამამად, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე პირდაპირ შემოიტანოს მედიკამენტები.

"აფთიაქების რაოდენობა გაიზრდება და ყოველდღიურად იზრდება. გუშინ ჩვენს გვერდზეც გამოვაქვეყნეთ კონკრეტული ქსელები, სადაც ხელმისაწვდომია აღნიშნული მედიკამენტები, უკვე 50-მდე მედიკამენტია. აქტიურად გრძელდებოდა ახალი მედიკამენტების რეგისტრაციაც, მაგრამ ჩვენ ტექნიკური შესაძლებლობა ვნახეთ, რომ ყველა ის მედიკამენტი, რომელიც შესაძლებელი იყო პროაქტიულად დაგვერეგისტრირებინა, განაცხადების გარეშე დავარეგისტრირეთ. ფარმაცევტულ ბაზარსაც შეუძლია თამამად, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე პირდაპირ შემოიტანოს მედიკამენტები და ეს მედიკამენტები უკვე რეგისტრირებულია პარალელური რეჟიმით,“- აღნიშნა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S