Accentnews.ge
რუსეთში ქაღალდზე ეკონომიის გაწევისკენ მოუწოდებენ – რუსული მედია

რუსეთში ქაღალდზე ეკონომიის გაწევისკენ მოუწოდებენ – რუსული მედია

22/03/2022 07:21:41 მსოფლიო

რუსეთის ნოვოსიბირსკის საკრებულოს დეპუტატების თანაშემწეებს მოუწოდეს დაზოგონ ქაღალდი, რომელიც გაძვირდა ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ,– იუწყება ადგილობრივი გამოცემა Tayga.info.

გამოცემის ცნობით, ნოვოსიბირსკის საქალაქო საბჭოს სპიკერმა დიმიტრი ასანცევმა (მმართველი პარტიიდან) ბრძანება წერილობითი ფორმით გაუგზავნა დეპუტატების თანაშემწეებს ქაღალდზე ეკონომიის გაწევის შესახებ.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ შემოდგომისთვის გადაიდო სატესტო სამუშაოები სკოლის მოსწავლეებისთვის.

ასევე, რუსული მედიის ცნობით, კრემლი განიხილავს გუბერნატორების პირდაპირ არჩევის წესზე უარის თქმის შესაძლებლობას „შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S