
ბათუმის სკოლებში გამარტივებული წესით უკრაინელი მოსწავლეების ჩარიცხვა მიმდინარეობს
22/03/2022 07:02:19 საზოგადოება, რეკლამა
ბათუმის სკოლებში გამარტივებული წესით უკრაინელი მოსწავლეების ჩარიცხვა მიმდინარეობს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებში უკვე ჩაირიცხა 20 უკრაინელი მოსწავლე.
უკრაინელი მოსწავლეები ბათუმის სკოლებში პირველ გაკვეთილს დაესწრნენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით.