Accentnews.ge
უკრაინაში მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეულია 4400-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი

უკრაინაში მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეულია 4400-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი

22/03/2022 06:32:30 მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად მთლიანად განადგურებულია 651 საცხოვრებელი სახლი და ნაწილობრივ დაზიანებულია 3780. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილემ რომან პრიმუშმა განაცხადა.

ამასთან, ნგრევის მასშტაბი გაცილებით დიდია, რადგან საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემები ასახავს მდგომარეობას მხოლოდ იმ რაიონებში, რომლებზეც უკრაინელ მაშველებს წვდომა აქვთ.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,3 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S