Accentnews.ge
ჩინეთი მხარს არ დაუჭერს პუტინს და არც შეაჩერებს მის ომს - Bloomberg

ჩინეთი მხარს არ დაუჭერს პუტინს და არც შეაჩერებს მის ომს - Bloomberg

22/03/2022 06:17:06 მსოფლიო

ნაკლებად სავარაუდოა, ჩინეთის ხელისუფლება რაიმე ქმედებას განახორციელებს როგორც რუსეთის მხარდასაჭერად, ასევე მასზე ზეწოლისთვის უკრაინაში ომის შესაჩერებლად,– წერს Bloomberg.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ისა და ჩინეთის პრესრელიზები ძალიან განსხვავებული იყო: შეერთებულ შტატებში ყურადღება გამახვილდა უკრაინის ომზე და რუსეთზე სანქციებით ზეწოლაზე, ხოლო ჩინეთში – ბაიდენის ვალდებულებაზე, არ ეღიარებინა ტაივანის დამოუკიდებლობა და რომ არ სურს აშშ-სა და ჩინეთს შორის ცივი ომის დაწყება.

ამიტომ, სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ჩინეთი დაუპირისპირდება რუსეთის მცდელობებს, პეკინი ჩაითრიოს უკრაინის წინააღმდეგ ომში და არ გაუწევს მნიშვნელოვან სამხედრო–მატერიალურ დახმარებას.

მაგრამ ამავე დროს, ჩინეთის მთავრობას არ სურს, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე ომის დასრულების მიზნით. თუმცა სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხანგრძლივი ომი უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვან ზარალს მოუტანს ჩინეთის ეკონომიკას. საკითხი იმაში მდგომარეობს, რამხელა ზარალის ატანისთვისაა მზად ჩინეთი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ 2022 წლის 4 თებერვალს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადების ხელმოწერა ტვირთად იქცა ჩინეთისთვის, რადგან ახლა მას არ შეუძლია, სრულად უარი თქვას რუსეთის მხარდაჭერაზე, მაგრამ რუსეთის ჯარების შესაძლო დამარცხება უკრაინაში, მომავალში კატასტროფად იქცევა ჩინეთისთვისაც.

ჩინეთი არ არის მზად, ღიად დაუპირისპირდეს დასავლეთს, რადგან მისი საგარეო ვაჭრობის 52% აშშ-ზე, ევროპასა და იაპონიაზე მოდის, ხოლო რუსეთთან ვაჭრობის პროცენტული მაჩვენებელი 4%-ს ძლივს აღწევს.

ამიტომ ჩინეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მინიმუმამდე დაეყვანა პუტინის მხარდაჭერა, მაგრამ არ ჩარეულიყო სიტუაციის შემდგომი დესტაბილიზაციისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S