Accentnews.ge
"კედელთან მიმწყვდეულმა პუტინმა შესაძლოა, კიდევ უფრო სასტიკი ტაქტიკა აირჩიოს"

"კედელთან მიმწყვდეულმა პუტინმა შესაძლოა, კიდევ უფრო სასტიკი ტაქტიკა აირჩიოს"

22/03/2022 05:40:03 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში რუსეთა შესაძლოა, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ მან გუშინ საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

"კედელთან მიმწყვდეულმა პუტინმა შესაძლოა, კიდევ უფრო სასტიკი ტაქტიკა აირჩიოს", – აცახდებს ბაიდენი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მას სჯერა, რუსეთი ახალ „ცრუ დროშების“ ოპერაციას ამზადებს.

"რუსები ასევე ვარაუდობენ, რომ უკრაინას აქვს ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი უკრაინაში. ეს აშკარა ნიშანია, რომ იგი განიხილავს ორივეს გამოყენების შესაძლებლობას", – განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რუსეთს მასობრივი განადგურების იარაღის უკრაინაში გამოყენების შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრება.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,3 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S