"თუ უკრაინაში დავმარცხდებით, პუტინი შემოუბრუნდება საქართველოს, მოლდოვას, ნატო–ს"
22/03/2022 05:23:17 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე ეველინ ფარკასი მიიჩნევს, რომ რუსეთი არ გაჩერდება, თუ ის უკრაინაში არ იქნება შეჩერებული. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ვერ ვიტან სიტყვებს "რუსეთის პროვოცირება". ერთადერთი ვინც არის პროვოკატორი, თავად რუსეთია. რუსეთმა აირჩია ეს ომი. რუსეთმა აირჩია უდანაშაულო უკრაინელების დახოცვა. ამიტომ, პროვოკატორები ნამდვილად ისინი არიან. არსებობს კითხვა - ესკალაციაზე. დიახ, ეს სიტყვა უფრო მომწონს. ჩვენ არ გვინდა რამე ისეთი გავაკეთოთ, რომ ამ ქმედებებმა რუსეთის მხრიდან ესკალაცია გამოიწვიოს. ამის მიუხედავად, ჩვენ ესკალაციის იმდენად არ უნდა გვეშინოდეს, რომ ამოვრიცხოთ ისეთი ქმედებები, რითაც უკრაინას რეალურად დავეხმარებით. თუ უკრაინაში დავმარცხდებით, თუ უკრაინა წააგებს, ვლადიმირ პუტინი, თუ სხვა რამის გასაკეთებლად საკმარისი ძალა ექნება, ის შემოუბრუნდება საქართველოს და აიღებს მას, დაამყარებს მასზე კონტროლს, შემოუბრუნდება და აიღებს მოლდოვას, დაამყარებს კონტროლს მასზე. შემდეგ ის ნატო–ს გამოიწვევს. ეცდება ნატო–ს დაშლას და გამოიწვევს ჩვენს დემოკრატიას. ის არ გაჩერდება, თუ უკრაინაში არ იქნება შეჩერებული", – აცხადებს ფარკასი.


