Accentnews.ge
"რუსეთთან კომპრომისების ფორმატები რეფერენდუმით გადაწყდება"

"რუსეთთან კომპრომისების ფორმატები რეფერენდუმით გადაწყდება"

22/03/2022 05:10:44 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში კომპრომისების ფორმატები უკრაინული რეფერენდუმით გადაწყდება.

„ყველა მოლაპარაკების ჯგუფს ავუხსენი: როცა ამ ცვლილებებზე საუბრობთ, და ეს შეიძლება იყოს ისტორიული, ჩვენ მივალთ რეფერენდუმზე, ხალხმა უნდა უპასუხოს კომპრომისების გარკვეულ ფორმატებს. ამ კომპრომისების ფორმას ჩვენი საუბარი და უკრაინასა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმება განსაზღვრავს. ნებისმიერ შემთხვევაში, მე მზად ვარ მივიდე იქ, სადაც მოლაპარაკებები მიმიყვანს, რადგან მე იქ მივდივარ ჩვენს ხალხთან ერთად“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინას არ შეუძლია რუსეთის ფედერაციის ულტიმატუმების შესრულება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S