Accentnews.ge
ბაიდენმა ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი განიხილა

ბაიდენმა ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი განიხილა

22/03/2022 05:20:41 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი განიხილა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

სატელეფონო საუბარი ბაიდენს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლს, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის გაიმართა.

"ლიდერებმა ხაზი გაუსვეს მათი მხრიდან უკრაინის მუდმივ მხარდაჭერას, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევას მამაცი უკრაინელებისთვის, რომლებიც იცავენ თავიანთ ქვეყანას რუსეთის აგრესიისგან, ასევე განიხილეს ჰუმანიტარული დახმარება მილიონობით უკრაინელისთვის, რომელიც ძალადობას გაექცა", - ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარე კვირის ბოლოს ჯო ბაიდენი გაემგზავრება ევროპაში, სადაც ნატო-ს, ევროკავშირისა და G7-ის ლიდერებს შეხვდება. ასევე, პარასკევს დაგეგმილია შეხვედრა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S