Accentnews.ge
"ულტიმატუმი მხოლოდ მაშინ შესრულდება, როდესაც ჩვენ დაგვხოცავენ"

"ულტიმატუმი მხოლოდ მაშინ შესრულდება, როდესაც ჩვენ დაგვხოცავენ"

21/03/2022 17:46:09 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ულტიმატუმს ვერ დაეთანხმებიან.

"გვეუბნებიან რომ თუ ულტიმატუმს დავთანხმდებით ომი დასრულდება. ეს არასწორია და არანაირ რეზულტატს არ მოგვცემს. ეს მე არ მეხება. მთავარია, რომ ხელისუფლება და ხალხი ერთიანია. ვერც ერთი ჩვენგანი ამას ვერ გააკეთებს, ულტიმატუმს ვერ დავთანხმდებით. გაიგეთ რომ უკრაინა ულტიმატუმს ვერ დათანხმდება. თუ ყველა ჩვენგანს გაგვანადგურებენ, მაშინ მათი ულტიმატუმი ავტომატურად შესრულდება. მაგალითად, გვეუბნებიან რომ ხარკოვი, მარიუპოლი ან კიევი დაგვითმეთო - დამიჯერეთ, არც ხარკოვი, არც კიევი და არც მარიუპოლი, არც ერთი ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანი და არც პრეზიდენტი ამას ვერ გააკეთებს. ხალხის წინააღმდეგობას ხომ ხედავთ. ყველა ქალაქი იბრძვის. მათ რუსული დროშა აღმართეს, თუმცა ჩვენმა მოქალაქეებმა ისევ დაუშვეს. მერე რა რომ ადამიანები თავშესაფარში არიან. ღამით გამოვიდნენ და დროშა მაინც დაუშვეს. გაიგეთ - ულტიმატუმი მხოლოდ მაშინ შესრულდება როდესაც ჩვენ დაგვხოცავენ", – განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S