ისრაელის პრემიერი: "რუსეთს აღარ სურს ზელენსკის შეცვლა ან უკრაინის დემილიტარიზაცია"
21/03/2022 17:21:59 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ–მინისტრი ნაფტალი ბენეტი აცხადებს, რომ რუსეთს აღარ სურს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეცვლა ან ქვეყნის დემილიტარიზაცია, ხოლო უკრაინა აღარ ითხოვს ნატო–ში გაწევრიანებას.
ნაფტალი ბენეტის თქმით, ისრაელი ცდილობს იყოს შუამავალი , თუმცა წინ დიდი გზაა.
"ისრაელმა დაიჭირა ისეთი პოზიცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ორივე მხარესთან უწყვეტი კომუნიკაცია გვქონდეს. სხვა მეგობრებთან ერთად გავაგრძელებთ მხარეებს შორის ხიდის დადებას, რათა ომი დასრულდეს", – განაცხადა მან.


