ჟურნალისტებმა პუტინის ომში დაღუპული 557 რუსი სამხედროს შესახებ მოაგროვეს ცნობები
21/03/2022 16:05:31 მსოფლიო
რუსმა ჟურნალისტებმა ვლადიმირ პუტინის ომში დაღუპული 557 რუსი ჯარისკაცის სია შეადგინეს,– იუწყება BBC–ს რუსული სამსახური.
გამოცემა აღნიშნავს, რომ „რუსეთის რეგიონებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების მიმართ. მაგალითად, დაღესტანსა და ჩრდილოეთ ოსეთში 77 პირის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურეს. თითოეულ დაკრძალვაზე სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები პირადად მიდიან.
„რუსეთის 15 რეგიონში ოფიციალური პირებისგან სამხედროების გარდაცვალების არც ერთი ცნობა არ ყოფილა.
მაგრამ, მაგალითად, ერთ-ერთ ამ რეგიონში - კემეროვოს ოლქში - შესაძლებელი გახდა უკრაინაში დაღუპული 7 რუსი ჯარისკაცის დაკრძალვის შესახებ ცნობების დადასტურება“,– წერს გამოცემა. ამასთან, აღინიშნა, რომ რუსეთის რიგ რეგიონში მედიამ, რომელთაც რუსი სამხედროების დაღუპვის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, მალევე დაიწყეს პუბლიკაციების წაშლა.
ზოგჯერ ეს ხდება ერთ-ორ დღეში, ზოგჯერ – ერთ საათში. ერთ–ერთმა ციმბირელმა ჟურნალისტმა განაცხადა:
”რეგიონული მთავრობის დონეზე ყველა გამოცემას დაევალა, არ გამოექვეყნებინათ მონაცემები სპეცოპერაციის დროს დანაკარგების შესახებ. მათი მეხსიერება.
არის დაღუპულთა ოჯახის წევრებზე ზეწოლის შემთხვევები. ადგილობრივ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ახლა აურზაური არ არის საჭირო, მერე ვიპოვით გზას".
ცნობილია ერთ–ერთი გარდაცვლილი მამაკაცის სახელი, რომელსაც ახლობლები წვევამდელს უწოდებენ. ეს არის სარატოვის რაიონის სოფელ ოზერნოიეს მკვიდრი, მაქსიმ ხანიგინი. ოჯახმა გარდაცვალების შესახებ ცნობა 25 თებერვალს მიიღო, თუმცა ამ დრომდე არ იციან, როდის ჩაასვენებენ ცხედარს.
კიდევ ერთი გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცის, პაველ პოზანენის დედამ განაცხადა, რომ მისი შვილი უკრაინაში გაგზავნამდე უკანონოდ გააფორმეს საკონტრაქტო სამსახურში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დაღუპული რუსი სამხედროების ახლობლები და მეგობრები იშვიათად გამოხატავენ საჯაროდ თავიანთ დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, რასაც რუსეთში "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებენ.
თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაში რუსული არმიის დანაკარგები 19 დღეა, არ უხსენებია. უწყებამ ერთადერთხელ განაცხადა 498 დაღუპულის შესახებ 2 მარტს.უკრაინული მხარე კი რუსეთის მხრიდან 15 000 მდე დანაკარგის შესახებ იუწყება. მედიამ დაღუპულთა შესახებ კონკრეტული ინფორმაცი მოაგროვა, მათ შორის გვარებითა და წოდებებით და შეადგინა დაღუპული რუსი სამხედროების სია. ამ სიაში 557 ადამიანია.


