რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების ირგვლივ მოლაპარაკებაზე უარი თქვა
21/03/2022 15:28:59 მსოფლიო
რუსეთმა უარი თქვა იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების ირგვლივ მოლაპარაკებაზე, – იუწყება რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
გარდა ამისა, მოსკოვი ტოვებს დიალოგის ფორმატს სამხრეთ კურილაზე ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის დამყარების შესახებ.
ამასთან, რუსეთი ბლოკავს იაპონიის სტატუსის გაგრძელებას, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის პარტნიორისას სექტორულ დიალოგში.
1945 წელს სსრკ-მ ჰიტლერის მოკავშირე იაპონიას ომი გამოუცხადა. ამის ერთ-ერთი შედეგი ის გახდა, რომ საბჭოთა კავშირის ჯარი სამხრეთ კურილიის ქედის კუნძულებზე (შიკოთანი, ჰობომაი, იტურუპი, კუნაშირი) დაეშვა, და ეს კუნძულები საბჭოთა ტერიტორიად გამოაცხადა.
მას შემდეგ იაპონია ამ ტერიტორიების დაბრუნებას მოითხოვს.
კუნაშირი, ჰობომაი, იტურუპი და შიკოთანი – ჩრდილოეთის ზღვის პატარა კუნძულებია. ახლა აქ ძირითადად რუსი სამხედროები და მათი ოჯახების წევრები ცხოვრობენ. მაგრამ იაპონიისთვის ამ კუნძულების კუთვნილება პრინციპული საკითხია: პირველ რიგში, იქ მათი ოჯახის წევრები არიან დასაფლავებულები – ეს იაპონელებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მეორეც, ისტორიული ვითარების გამო, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი იაპონური სახელმწიფოებრიობისა და თვითშეგნების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს.


