
ლე პენს ზელენსკის მოსმენა არ სურს
21/03/2022 15:15:37 ევროპა
საფრანგეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე, კანდიდატმა მარინ ლე პენმა, რომლის რუსეთთან კავშირების შესახებ დიდი ხანია, საუბრობენ, განაცხადა, რომ არ დაესწრება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საფრანგეთის პარლამენტში დაგეგმილ გამოსვლას. ამის შესახებ მან ორშაბათს დილით ფრანგული რადიოს ეთერში განაცხადა, – იუწყება Politico.
მოსალოდნელია, რომ ზელენსკი ფრანგ დეპუტატებს ვიდეო–ხიდის მეშვეობით მიმართავს.
ლე პენმა, რომლის პარტიასაც დიდი ხნის კავშირები აქვს რუსეთთან, თქვა, რომ არ თვლიდა საჭიროდ გამოეხატა ზელენსკისადმი მხარდაჭერა:
"განსაკუთრებით არ მომწონს ბატონი ზელენსკი. ვფიქრობ, ის იქცევა როგორც სახელმწიფოს მეთაური და ეს არ უნდა აღგვაფრთოვანებდეს, ეს უნდა იყოს ნორმალური საქციელი.
არ დავესწრები მიმართვას. მაქვს ვალდებულებები, რომლებიც დიდი ხნის წინ მაქვს აღებული".
ლე პენის საჯარო განრიგის მიხედვით, რომელიც არჩეული დეპუტატია, პრესას მისცემს ინტერვიუებს.
ლე პენმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა ევროკავშირის სანქციების გავლენა რუსეთზე და განაცხადა რომ არ სურს, საფრანგეთმა პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაიდინოს გაზისა და ნედლეულის მაღალი ფასების გამო.
წლების განმავლობაში ლე პენის პარტია იცავდა პრეზიდენტ პუტინის რეჟიმს. თავად ლე პენმა თქვა, რომ „გატაცებულია“ პუტინით და სურს, რომ საფრანგეთმა გააძლიეროს კავშირები რუსეთთან.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართება.