Accentnews.ge
კაცი, რომელიც 4 საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა, ხარკოვში რუსულ ჭურვს ემსხვერპლა

კაცი, რომელიც 4 საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა, ხარკოვში რუსულ ჭურვს ემსხვერპლა

21/03/2022 14:33:19 მსოფლიო

ხარკოვში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად დაიღუპა ბორის რომანჩენკო, რამდენიმე საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი პატიმარი.

ჭურვი მის საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა,– იუწყება ბუხენვალდის მემორიალური კომპლექსის ადმინისტრაცია.

„ჩვენი მეგობარი ბორის რომანჩენკო, რომელიც გადაურჩა ნაცისტურ ბანაკებს ბუხენვალდში, პეენემუნდეს, დორასა და ბერგენ-ბელსენში, დაიღუპა გასულ პარასკევს ხარკოვში, საკუთარ სახლში ბომბის აფეთქების შედეგად. მისი შვილიშვილის თქმით, ის ცხოვრობდა მრავალსართულიან კორპუსში, რომელსაც ჭურვი მოხვდა“, - ნათქვამია შეტყობნებაში.

ბორის რომანჩენკო 1926 წელს სუმის მახლობლად დაიბადა. ის ინტენსიურად მუშაობდა ნაცისტური დანაშაულების კვლევაზე. იყო ბუხენვალდ-დორას საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი.

2012 წელს მან ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკის განთავისუფლების წლისთავისადმი მიზღვნილ ღონისძიებაზე წაიკითხა ბუხენვალდის ფიცი "ახალი სამყაროს აშენება და თავისუფლება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S