რუსულმა სასამართლომ Facebook და Instagram აკრძალა, მფლობელი კომპანია Meta კი "ექსტრემისტულ ორგანიზაციად" გამოაცხადა
21/03/2022 14:16:27 მსოფლიო
რუსულმა სასამართლომ Facebook და Instagram აკრძალა, მფლობელი კომპანია Meta კი "ექსტრემისტულ ორგანიზაციად" გამოაცხადა. ამასთან, WhatsApp-ზე აკრძალვა არ ვრცელდება,– იუწყება რუსული მედია.
სასამართლოში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ აღსრულდება.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ „ექსტრემისტული ინფორმაცია ემუქრება როგორც ინდივიდებს, ისე მთლიანად საზოგადოებას“.
მისივე თქმით, კომპანია არღვევს საკუთარ წესებს, „არ ბლოკავს რუსი სამხედროების მოკვლის მოწოდებებს“.
ამრიგად, სასამართლომ კორპორაცია მეტა ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარა.


