Accentnews.ge
"ბავშვებს, რომლებიც დღეს გვყავდა სტუმრად, ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება განვითარებისა და ღირსეულად ცხოვრებისათვის"

"ბავშვებს, რომლებიც დღეს გვყავდა სტუმრად, ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება განვითარებისა და ღირსეულად ცხოვრებისათვის"

21/03/2022 13:43:31 საზოგადოება, რეკლამა

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს შეხვდნენ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

„ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც არა აქვს მნიშვნელობა ქრომოსომების რაოდენობას. ბავშვებს, რომლებიც დღეს გვყავდა სტუმრად, ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება განვითარებისა და ღირსეულად ცხოვრებისათვის. დაუნის სინდრომის მქონე ჩვენი პატარა თანაქალაქელების სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის ქალაქში შევქმნით გარემოს, რომ ისინი სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებში ისე ჩაერთონ, როგორც მათი სხვა თანატოლები.“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S