
უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი დასრულდა
21/03/2022 13:08:57 ევროპა
უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი გაიმართა,- ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერმა და მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის წარმომადგენელმა, დავით არახამიამ განაცხადა.
არახამიას თქმით, ოფიციალური დელეგაციების შეხვედრა საათ-ნახევრის განმავლობაში, ონლაინ რეჟიმში გაგრძელდა.
მან მოლაპარაკებების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროვა.
"შეხვედრა ონლაინ უკვე შედგა. 10:30-დან 12:00 საათამდე იყო ოფიციალური შეხვედრა, შემდეგ გაგრძელდა სამუშაო ჯგუფების მუშაობა. დღეს მთელი დღე ვმუშაობთ", - ამბობს არახამია.