
ბელარუსმა უკრაინის საზღვრიდან მედესანტეების გაყვანის შესახებ განაცხადა
21/03/2022 13:00:53 ევროპა
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბრესტის 38-ე ცალკეული გვარდიის მედესანტეები უკრაინის საზღვრიდან მუდმივ განლაგების პუნქტში დაბრუნდნენ.
„38-ე ბრესტის ცალკეული გვარდიის საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ბრიგადის მედესანტეები დაბრუნდნენ მუდმივი განლაგების პუნქტში, მას შემდეგ რაც წარმატებით დაასრულეს ბელორუსის საზღვრის მონაკვეთების გაძლიერების დავალება“,– იუწყება ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო.
"Motolko Help", რომელიც ბელარუსის ჯარების გადაადგილებას აკონტროლებს, იტყობინება, რომ ბრესტის გასწვრივ ჯავშანტექნიკა მოძრაობს, რის გამოც ქალაქში მოძრაობა ნაწილობრივ დაბლოკილია.
20 მარტს, დილით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ბელორუსის ჯარების ჩართვის დიდი ალბათობაა. იქვე აღინიშნა, რომ ბელარუსის ჯარში არანაირი საბრძოლო განწყობა არ იყო.