Accentnews.ge
სტეფანჩუკი 13 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების თაობაზე მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლობას უხდის

სტეფანჩუკი 13 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების თაობაზე მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლობას უხდის

21/03/2022 12:57:02 მსოფლიო

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი 13 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების თაობაზე მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლობას უხდის.

"დღეს ჩეხეთმა, ესტონეთმა, პოლონეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას "უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ". გულწრფელად მადლობელი ვართ მხარდაჭერისთვის უკრაინისთვის ამ რთულ დროს", – წერს იგი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან განცხადებას ხელს პარლამენტის წევრი გრიგოლ ვაშაძე აწერს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S